იტალიაში „წლის პაპის“ წოდება მიენიჭა 84 წლის კაცს, რომელსაც მეზობლის ბრმა ბიჭუნა სკოლაში დაჰყავდა

ეს პერსონა

იტალიაში „წლის პაპის“ წოდება მიენიჭა 84 წლის კაცს, რომელსაც მეზობლის ბრმა ბიჭუნა სკოლაში დაჰყავდა. ამის შესახებ Nostal.ge წერს.

84 წლის რომანო კარლეტი პაწაწინა სოფელ კონსუმაში ცხოვრობს, მონტემინიაიოს მუნიციპალიტეტში (არეცო) და თვეების განმავლობაში, სექტემბრიდან მაისის ჩათვლით, ყოველ დილას თავისი მაკედონიელი მეზობლის 6 წლის ბრმა ბიჭუნა, ჯაფერი მიჰყავდა სკოლაში, რომელიც 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობს; შემდეგ აკითხავდა მას და უკან მოჰყავდა. ბავშვი მარტო ვერ დადის სკოლაში, მამამისს, ტყის მჭრელს, სამუშაოს გამო არ შეუძლია შვილის სკოლაში ტარება; დედას მართვის მოწმობა არ აქვს, ხოლო სასკოლო ავტობუსი, რომელიც ამ რაიონს ემსახურება, შშმ ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი.

რომანო კარლეტის სულგრძელი საქციელი ხანდაზმულ იტალიელთა ფონდმა დააფასა და ჯილდო მისცა „სოლიდარობისთვის, ერთგულებისთვის, მოყვასის დახმარებისთვის, დაუღალავი შეუპოვრობისა და იმისთვის, რომ თავისი განსაკუთრებული მაგალითით დიდი გულის უსაზღვრო ძალა აჩვენა“.

❤️https://t.co/y05ZESID5m

— Vincenzo (@EnzoBW82) September 29, 2019
წყარო: Nostal.ge
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top