რის გამო დააკავეს გურამ ჩალაგაშვილი - შსს-ს განმარტება

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი, გურამ ჩალაგაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზეა დაკავებული.

"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა – 1977 წელს დაბადებულმა გურამ ჩალაგაშვილმა სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს." , - აცხადებენ შსს-ში. 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top