პერუში კონგრესმა და პრეზიდენტმა ერთმანეთი გადააყენეს

ეს პერსონა

პერუში პოლიტიკური კრიზისი პიკს აღწევს. პერუს პრეზიდენტმა მარტინ ვისკარამ ოპოზიციურად განწყობილი კონგრესის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო, რა დროსაც კონგრესმა თავად პრეზიდენტი გადააყენა.

დაპირისპირების მიზეზი ვისკარას მიერ წარდგენილი მთავრობის ახალი შემადგენლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურის შეცვლის საკითხები გახდა.

მარტინ ვისკარა პერუს პრეზიდენტის პოსტს 2018 წლის მარტიდან იკავებს. მან პოსტზე პედრო კუჩინსკი შეცვალა, რომლის პრეზიდენტობაც ეროვნული კონგრესის წევრების მოსყიდვის სკანდალს შეეწირა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top