"'ჩაგუგლვის' გარეშე, ოქრუაშვილის პარტიას რა ჰქვია?.. შეკითხვა #2 - გურამ ჩალაგაშვილი გაგიგიათ?.." - გია აბაშიძე

ეს პერსონა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე  პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრის, გურამ ჩალაგაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება. აბაშიძე მიუთითებს,  რომ აღნიშნულს ფაქტის "პოლიტიკურ დევნად" შეფასება, რეალობას მოკლებულია.

"ოქრუაშვილის პარტიის "პოლიტიკური დევნაო".
ეტყობა ისეთი ჭარბი რეიტინგით "შეაშინა" ამ პარტიამ ხელისუფლება, რომ გადავიდნენ "აქტიურ ქმედებებზე".

შეკითხვა #1- 'ჩაგუგლვის' გარეშე, ოქრუაშვილის პარტიას რა ჰქვია?..
შეკითხვა #2 - გურამ ჩალაგაშვილი გაგიგიათ?..

01.10.19. „საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა - 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს“, - აცხადებენ შსს-ში.

პარტიის წევრობა, ცნობადობა თუ 'სახალხო არტისტობა' არაა იმის ინდულგენცია, რომ პოლიციას ებლატავო" , - წერს აბაშიძე "ფეისბუქის" გვერდზე.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top