თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ კომუნიკაცია მთავრობასთან უკვე დაიწყო

ეს პერსონა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის ოფიციალური წერილით, ადამიანის უფლებებს სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC) ეცნობა, რომ ევროპულმა სასამართლომ 23 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადის მთავრობასთან კომუნიკაციის თაობაზე.

ევროპულმა სასამართლომ, განაცხადში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა მთავრობას და მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების, მათ შორის სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა. მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დროულად და პრიორიტეტულად დაიწყო, რაც, მათ შორის, ამ საქმეზე უფლების დარღვევის სიმძიმეს და კონვენციისთვის სიცოცხლის უფლების დაცვის მაღალ ხარისხსა და მნიშვნელობას უკავშირდება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top