"დღეს ქვეყანას ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები აქვს, ვიდრე სააკაშვილია" - გოგი გვახარია

ეს პერსონა

კინომცოდნე გოგი გვახარია სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს. გვახარია "მთავარ არხზე"მიხეილ სააკაშვილის გაკეთებულ განცხადებებს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტზე ყურადღების გადატანა მაშინ როდესაც ქვეყანაში ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემებია არ ღირს . 

"პრობლემა ის კია რაა, რომ ბოკერია გალანძღა (ეგ მართალი გითხრათ საერთოდ არ მაღელვებს), პრობლემა ისაა, რომ რუსულ დისკურსს, პუტინის დისკურსს იმეორებენ უკვე.
უნგრეთში რაღაც პერიოდში იმუშავა ამან და ფიქრობს საქართველოშიც იმუშავებსო
და მაინც, ჩემი აზრით, დღეს ქვეყანას ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები აქვს, ვიდრე სააკაშვილია, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება არ ავყვეთ ამ ცდუნებას და არ გადავიტანოთ ყურადღება მართლა მნიშვნელოვანი და სახიფათი ცვლილებებიდან, რაც ხდება ქვეყანაში.
სააკაშვილი არაა დღეს ხელისუფლება. სხვა ხალხს აბარია ეს ქვეყენა და იმათ ყველაზე მეტად აწყობთ ვიმსჯელოთ "მიშა ლიბერალიზმს გაემიჯნა" თემაზე. ვითომ თვითონ დიდი ლიბერალები იყვნენ და მთლად შუა საუკუნეებში არ იყვნენ გაჭედილები
მე ამ თემაზე მოვრჩი წერას. ილია ჭავავაძე უნდა ვიკითხო ამ კვირაში გადაცემისთვის" , - წერს გავხარია. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top