ირაკლი ტაბლიაშვილი: ალიანსი მიხეილ სააკაშვილთან, ზუსტად ისევეა წარმოუდგენელი და მიუღებელი, როგორც ირმა ინაშვილთან

ეს პერსონა

"ალიანსი მიხეილ სააკაშვილთან, პირადად ჩემთვის, ზუსტად ისევეა წარმოუდგენელი და, მოდი, ასე ვიტყვი, მიუღებელი, როგორც ხსენებულ ინაშვილთან ... მიუხედავად იმისა, რომ და მას, ინაშვილთან შედარებით (თუ მისგან განსხვავებით), უზარმაზარი წვლილი აქვს თანამედროვე საქართველოს ფორმირების პროცესში." - ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ტაბლიაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა "მთავარი არხის" ეთერში გააკეთა.

"ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა, რათა ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციების, ქართული ტრადიციებისგან" - მიხეილ სააკაშვილი

"ალიანსი ინაშვილთან, ისიც რთულად, მაგრამ, მაინც, შესაძლებელი იქნება, თუ ის დაგმობს პუტინს... საკუთარ თავს... გახდება პირველი პირველთა შორის დასავლურ ფრონტზე და, ზურგს შეაქცევს რუსეთს. ოღონდ, თვალთმაქცობისა არაფერი უნდა ეტყობოდეს... გულრწფელი უნდა იყოს და დამაჯერებელი.

ეს მეტამორფოზა, სავარაუდოდ კი არა, ნაღდად არ მოხდება, ამიტომ, მას - ირმას, უნდა ვუთხრათ არა ნახვამდის, არამედ - მშვიდობით!!!

ალიანსი მიხეილ სააკაშვილთან, პირადად ჩემთვის, ზუსტად ისევეა წარმოუდგენელი და, მოდი, ასე ვიტყვი, მიუღებელი, როგორც ხსენებულ ინაშვილთან ... მიუხედავად იმისა, რომ და მას, ინაშვილთან შედარებით (თუ მისგან განსხვავებით), უზარმაზარი წვლილი აქვს თანამედროვე საქართველოს ფორმირების პროცესში.

... მაგრამ, დღეს და ახლა!!! სამწუხაროდ, სააკაშვილს აქვს სწორედ მიუღებელი, დასავლურ, ლიბერალურ დემოკრატიასთან შეუსაბამო და ვიტყოდი ასე - კატასტროფული მსოფლხედვა.

მან - სააკაშვილმა, უღალატა საკუთარივე თავს (ჩემი აზრით, დიდი ხანია) და მიშას მიერ ოდინდელი მიშას უარყოფა, ჩანს, ისევე შეუქცევადია, როგორც ინაშვილის ღია თამაში რუსულ ფრთაზე." - წერს ტაბლიაშვილი.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top