ზურა გირჩი ჯაფარიძემ მუქი ფერის მანქანით "იტაქსავა" და პატრულმა 200 ლარით დააჯარიმა

ეს პერსონა

პოლიტიკური ცენტრის, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა გირჩი ჯაფარიძემ მუქი ფერის მანქანას ტაქსის ნიშანი დაადგა და ახალი რეგულაციების გაპროტესტების მიზნით, მუშაობა დაიწყო. საპატრულო პოლიციამ "გირჩის" ლიდერი Facebook ლაივის დროს გააჩერა და 200 ლარით დააჯარიმა.

ჯაფარიძეს დადგენილი რეგულაციების მიხედვით, არც მუშაობის ლიცენზია ჰქონდა და არც თეთრი ფერის ავტომობილი ჰყავდა.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების რეფორმირების მეორე ეტაპი იწყება,  რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს.

A კატეგორიის თეთრი ფერის ტაქსის მძღოლებს უფლება აქვთ, მგზავრები ქუჩაში აიყვანონ. ასევე დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და უბანში ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისარგებლონ პარკინგით ისარგებლონ.

მხოლოდ კომპანიებს მოემსახურებიან და გამოძახებით იმუშავებენ B კატეგორიის ტაქსის მძღოლები.

 

2
0
0
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top