ადა მარშანია გიგა ბოკერიას: შენ ხარ მკვლელი, უნამუსო

ეს პერსონა

სად ჯანდაბაშია თქვენი ამომრჩეველი, მე თქვენს ამომრჩეველს შეურაცხყოფას ვაყენებ, რომელმაც უნამუსოდ მოგცათ ხმა, - ასე მიმართა "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ "ევროპული საქართველოს" წევრებს. მარშანიას გაღიზიანება გიგა ბოკერიას გამოსვლამ გამოიწვია, რომელიც "მუხროვანის ამბოხზე" საუბრობდა. 

„გული გამისკდა, აღარ შემიძლია. შენ ვინა ხარ, შენ ხარ უნამუსო ადამიანი, მკვლელი ხარ შენ, უნამუსო ბოკერია ხარ შენ," - მიმართა მარშანიამ ბოკერიას. აღნიშნულზე ბოკერიამ უპასუხა, რომ მათი გაჭირვება სწორედ ისაა, რომ "პუტინის ხალხი უზით უკან." 

ამის შემდეგ კი მარშანიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა "ევროპული საქართველოს" წევრებს, და საპარლამენტო უმრავლესობასაც  მიაყენა.

"თქვენ ხართ ლაჩრები და მოღალატეები. თქვენ უღალატეთ ქართველ ერს. თქვენ ხართ უნამუსო ხალხი. სირცხვილია, რომ ამბობთ, რომ ესენი ხალხმა აირჩია,"- განაცხადა დეპუტატმა და სხდომათა დარბაზი დატოვა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top