მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით სამართალდამცავებმა 56 წლის მამაკაცი დააკავეს

ეს პერსონა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 56 წლის მამაკაცის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა, რომელსაც გამოძიება ქორწინების იძულებას ედავებოდა.  სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა, რომ დაკავებული 2 წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას პერიოდულად სტუმრობდა სახლთან, სამსახურთან და სთხოვდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას ემუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა. როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, მამაკაცმა 28 სექტემბერს  ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გაისროლა. აღნიშნული ქმედების შემდეგ, მსახიობმა 112-ში დარეკა, ვინაიდან ბრალდებული მას თვითმკვლელობით ემუქრებოდა. მამაკამა სხდომაზე დანაშაული აღიარა.  სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top