სესიაშვილი ბოკერიას: თქვენ ახლა მაიძულებთ მე, რომ გამეცადინოთ თქვენი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების შესახებ

ეს პერსონა

მოსმენა უნდა ისწავლოთ. მე ვთქვი ე.წ. მუხროვანის ამბოხი. მე არ მითქვამს, რომ იქ დაუმორჩილებლობა არ იყო. დიახ, იქ დაუმორჩილებლობა იყო, მაგრამ თქვენ ახლა მაიძულებთ მე, რომ გამეცადინოთ თქვენი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების და კონკრეტული ფაქტების შესახებ, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულს სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა "ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას საპასუხოდ განაცხადა. სესიაშვილის თქმით,   "მუხროვანის ამბოხზე" საუბრისას ბოკერიამ მის სიტყვებს არასწორი ეინტერპრეტაცია მისცა.

"მოსმენა უნდა ისწავლოთ. მე ვთქვი ე.წ. მუხროვანის ამბოხი. მე არ მითქვამს, რომ იქ დაუმორჩილებლობა არ იყო. დიახ, იქ დაუმორჩილებლობა იყო, მაგრამ თქვენ ახლა მაიძულებთ მე, რომ გამეცადინოთ თქვენი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების და კონკრეტული ფაქტების შესახებ. თქვენ ყოველთვის, როცა მმართველობაში იყავით და უსაფრთხოების სისტემაზე მეთვალყურეობა გევალებოდათ, თქვენ არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებთ. თქვენ დღეს ამბობთ, რომ არც წამება გახსოვთ, არც ბიზნესის ტერორი, ან სასამართლოზე ზეწოლა. არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებთ, იმიტომ რომ „არ იცოდით“ და რომ არ იცით, მე ამაში უნდა გამეცადინოთ, სამწუხაროდ, მიწევს ამის გაკეთება იძულების წესით“, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top