"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, მარიამ მენაბდის შეკითხვა პუტინს - როდის დატოვებს რუსული ჯარი საქართველოს?

ეს პერსონა

"რუსთავი 2-ის"  ჟურნალისტმა მარიამ მენაბდემ მოახერხა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა რუსული ოკუპაცია და ეკითხა მისთვის, როდის დატოვებს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიას.

ვლადიმერ პუტინი ერევანში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერების შეხვედრაზეა ჩასული. 

"როდის დაიწყებს რუსეთი 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულებას? როდის გავლენ რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიიდან?"- ჰკითხა "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა მარიამ მენაბდემ ვლადიმერ პუტინს.

"ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს. როცა ჩვენ მივიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას," - უპასუხა პუტინმა.

წყარო: rustavi2.ge
0
3
2
2
12
კომენტარები
ეს პერსონა
Top