პრემიერმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკის ექსპერტებს გააცნო

ეს პერსონა

"ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ძირითადი გამოწვევაა სამუშაო ადგილები და საბოლოო ჯამში, საშუალო კლასის სისუსტე ან გარკვეულწილად არარსებობა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ატაროს სოციალური ტვირთი მანამ, სანამ არ შეიქმნება ქვეყანაში ჯანსაღი, ძლიერი ბიზნეს სექტორი, რომელიც შეძლებს, თავის თავზე აიღოს ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც მოქალაქეების წინაშე უნდა ატაროს.

პრემიერის თქმით, ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში ერთმნიშვნელოვნად სწორი, ობიექტური შეფასება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. 

გახარიას განმარტებით, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩართული იყოს პროფესიული საზოგადოება  და  ამ შეხვედრით მთავრობა ადასტურებს, რომ მზად არის მწვავე, თუმცა ობიექტური დისკუსიისთვის.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე და ხაზი გაუსვა, რომ საფინანსო დოკუმენტი განმსჭვალულია სოციალური პასუხისმგებლობით და დაფუძნებულია  ფისკალურ დისციპლინაზე.

გიორგი გახარიას თქმით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიმდინარე ხარჯების კონტროლი და ეფექტურობის ზრდა იქნება ძირითად ამოცანა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top