"პოზიტიური ცვლილება შეიძლება იყოს ფრენების აღდგენა, რასაც მე მივესალმები" - გიორგი გახარია

ეს პერსონა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია  სერგეი ლავროვის და დავით ზალკალიანის შეხვედრის საკითხს გამოეხმაურა. როგორც გახარიამ აღნიშნა, შეხვედრა ქვეყნის ინტერესების სრული დაცვით  მოხდა. მისივე განცხადებით, ამ მიმართულებით პოზიტიური ცვლილება შეიძლება იყოს ფრენები აღდგენა, რასაც მიესალმება. 

„ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ – ვამბობ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, აბსოლუტურად პრაგმატულად, ცივი გონებით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. ჩვენი სათქმელი ყოველთვის იქნება ჩვენი სათქმელი და ის, სადაც შესაძლებელია გარკვეული პროგრესის მიღწევა, დაძაბულობის მოხსნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქვეყნის ინტერესების სრული დაცვით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმის გააზრებით, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს, ჩვენს გასაკეთებელს, ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს. მაგალითად პოზიტიური ცვლილება შეიძლება იყოს ფრენები აღდგენა, რასაც მე მივესალმები. რისკები უნდა ვმართოთ, როგორც ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. დღეს როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფრენების აღდგენა მიეხმარება, როგორც ტურიზმს ასევე, ათასობით ქართველს რომელსაც გარკვეულ მობილობაში პრობლემები ექმნებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს უფრო ჯანსაღი და ჩვენი რისკების მართვის მენეჯმენტი უნდა იყოს უფრო ხარისხიანი. უნდა ვეცადოთ ეს რისკები ვმართოთ, უნდა ვეცადოთ, რომ არ მოხდეს მსგავსი ექსცესები, მაგრამ ასეთი რამ თუ მოხდება უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ვმართოთ“, – განაცხადა გიორგი გახარაიამ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top