გახარია: 2012 წელს ქართველმა ხალხმა, გადადგა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის, რომლის შედეგებსაც დღეს ჩვენ ვხედავთ

ეს პერსონა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოსახლეობას „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების 7 წლისთავს ულოცავს. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქართველმა ხალხმა 7 წლის წინ გადადგა ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის, რისი  შედეგიც დღეს სახეზეა. 

„დღეს პირველი ოქტომბერია, 2012 წელს ქართველმა ხალხმა, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიანად გადადგა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის, რომლის შედეგებსაც დღეს ჩვენ ვხედავთ და რომლის შედეგებისა და მიღწევების გამოხატვა არის ის, რომ ასე ღიად ვსაუბრობთ ექსპერტებთან, ჟურნალისტებთან და ამას ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება. მე მინდა მივულოცო პირველ რიგში თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულწრფელად იღებდა მაშინ მონაწილეობას იმ სამოქალაქო აქტივობებში და ვთვლი, რომ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის იყო ის, რაც სულ ახლახანს მოხდა, პროპორციული საარჩევნო სისტემა და ასეთი გამარჯვებები ყველას ერთად ჩვენ კიდევ ბევრი გვექნება“. - განაცხადა გიორგი გახარიამ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top