"ხათუნა გოგორიშვილმა ნარმანია პირშიჩალაგამოვლებული დატოვა" - სერგი კაპანაძე

ეს პერსონა

პარლამენტში სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევის საკითხზე კენჭისყრის გადადების საკითხს, "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება

"ხათუნა გოგორიშვილმა ნარმანია პირშიჩალაგამოვლებული დატოვა 

ახლა, საქმე რაშია: პრეზიდენტმა ნარმანია წარადგინა სემეკის თავჯდომარედ. ამ დროს, კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტს მხოლოდ წევრების წარდგენა შეუძლია. ხათუნამ ამაზე მიუთითა. ატყდა ჩოჩქოლი. იფიქრეს და ბოლოს გადადეს კენჭისყრა. ნარმანიას, შესაბამისად, დიდი საქეიფო სუფრა ჩაუვარდა" , - წერს დეპუტატი.

ცნობისთვის, დავით ნარმანიას  სემეკ-ის თავმჯდომარის  კანდიდატურისთვის დღეს უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა პროცესი გადაიდო.  „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განცხადება გააკეთა, რომ ნარმანიას კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ არის წარდგენილი, კონსტიტუციის მიხდევით კი, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, წარადგინოს სემეკ-ის თავმჯდომარის კანდიდატურა. აღნიშნული განცხადების შემდგომ,  შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და კენჭისყრა გადაიდო.


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top