გიორგი ვაშაძემ სტრატეგია „აღმაშენებელის“ პრეზენტაცია გამართა

ეს პერსონა

"ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ფილარმონიაში სტრატეგია „აღმაშენებელის“ პრეზენტაცია გამართა. როგორც ვაშაძემ განაცხადა, სტრატეგია "აღმაშენებელი" არის შეთავაზება საქართველოს საზოგადოებისთვის, რომ აღმშენებლობის იდეის გარშემო გაერთიანება მოხდეს. მისივე თქმით, ეს არის პლატფორმა, სადაც პოლიტიკოსები, ექსპერტები და ყველა დაინტერესებული პირი დასახულ მიზნებსა და გამოწვევებზე იმუშავებენ. სტრატეგია "აღმაშენებელზე" 50 ქართველი და უცხოელი ექსპერტი სამი თვის განმავლობაში მუშაობდა.

"„სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველომ რეგიონის ლიდერის ფუნქცია დაიბრუნოს, გახდეს ცოდნის ჰაბი, ტექნოლოგიური ცენტრი, დამაკავშირებელი ხიდი გლობალურ სამყაროსა და ჩვენს რეგიონს შორის" , - განაცხადა ვაშაძემ.

 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top