პარლამენტში სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურის კენჭისყრა გადაიდო

ეს პერსონა

საქართველოს პარლამენტში სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევის საკითხზე კენჭისყრა გადაიდო. დავით ნარმანიას კანდიდატურისთვის დღეს უნდა ეყარათ კენჭი და საკითხი შეტანილი იყო დღის წესრიგში. როგორც პარლამენტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, დავით ნარმანიას კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა, კონსტიტუციის თანახმად კი პრეზიდენტს არ აქვს უფლება წარადგინოს სემეკის თავმჯდომარის კანდიდატურა. აღნიშნული განცხადების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და კენჭისყრა გადაიდო.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top