ეკონომიკის მინისტრი ფოთის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობას გაეცნო

ეს პერსონა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა  ფოთის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობას გაეცნო.

მინისტრმა დაათვალიერა საპორტო ინფრასტრუქტურა და ნავსადგურის ხელმძღვანელობისგან მოისმინა ინფორმაცია პორტის საქმიანობისა და საკონტეინეტო გადაზიდვების სტატისტიკის შესახებ. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,თურნავამ ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და ხელისუფლებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ფოთში, „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისა და სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top