ვინ არ ეთანხმება ენმ-ში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ბოკერიასა და იდეოლოგიურ პლატფორმაზე

ეს პერსონა

“ნაციონალური მოძრაობა არასდროს ყოფილა ”ქრისტიან-დემოკრატიული სახალო პარტია”. ის იყო და დღემდე რჩება ლიბერალური ორიენტაციის ფართო მოძრაობად და ჯერჯერობით არავის მოუხდენია ამ ფუნდამენტური ღირებულებების რევიზია ( ცვლილება) პარტიის პროგრამაში. სანამ ეს ასეა, ყველა განსხვავებული მოსაზრება აღქმული უნდა იყოს, როგორც კერძო აზრი და არა პარტიის ოფიციალური დოქტრინა”, – ამ განცხადებას სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი და საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე აკეთებს.

ის ეხმაურება პარტიის წევრებს შორის მიმდინარე დისკუსიას პარტიის იდეოლოგიაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ გიგა ბოკერიაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიწყო. ნიკა მელია, სალომე სამადაშვილი, ხატია დეკანოიძე, ოთარ სირაძე, ხათუნა ოჩიაური, ეკა ხერხეულიძე, ეკა წამალაშვილი, კახა ასკურავა, დავით ნებიერიძე, ფარნაოზ ჭკადუა, გიორგი სამუშია. ზემოთ ჩამოთვლილმა ენმ-ის წევრებმა გოცირიძეს facebook პოსტი მოუწონეს, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოდთ, რომ მის მოსაზრებას ეთანხმებიან. სალომე სამადაშვილმა რომან გოცირიძის პოსტი გააზიარა და აღნიშნა, რომ განცხადებას სრულად იზიარებს. სამადაშვილის პოსტი მოიწონა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლადო გურგენიძემაც. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top