მარია ზახაროვა საქართველოს, უკრაინის, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას პროტესტს ეხმაურება

ეს პერსონა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ეხმაურება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს, უკრაინის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის დელეგაციებმა რუსეთის საწინააღმდეგო ერთობლივი ჯგუფის შექმნას.  რომლის მიზანია, რუსეთის უკანონო და არასამართლებრივი ქმედებების მხილება და დაგმობა. 

"როგორ შეიძლება აღიარო ის რაც არ ყოფილა, ყირიმის ანექსია არ იყო, ამიტომაც ამის აღიარებაც შეუძლებელია". - წერს ზახაროვა სოციალურ ქსელში.

ირონიული შეფასება განსაკუთრებით იყო მიმართული ინიციატივის ავტორისადმი, რომელსაც უკმეხი გამონათქვამიც თან სდევდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ განცხადებას საქართველოს სახელით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი აწერს ხელს.

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top