დღეს გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა

ეს პერსონა

დღეს ქართველი მწერლის, სცენარისტის და კინორეჟისორის, გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა. მწერალი დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში 1954 წლის 2 ოქტომბერს დაიბადა.  დღეს ის, 65 წლის გახდებოდა. გოდერძი ჩოხელმა მკითხველს  თავი არაერთი ნაწარმოებით დაამახსოვრა. 1980 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი -"წერილი ნაძვებს", რომელსაც  საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. მას გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები:  ”ბინდისფერი სოფელი”, ”თევზის წერილები”, ”შემინახე,დედაო მიწავ!”, ”სულეთის კიდობანი”, ”არჩევნები სასაფლაოზე”. ლექსების კრებული ”ბედი მდევარი”, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე ”შავი არაგვი”, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: ”მგელი”, და ”მღდვლის ცოდვა”. ჩოხელს ასევე  გადაღებული აქვს ფილმები: „ნამეხარი მუხა“, „ადგილის დედა”, 1982 წელს გერმანიაში ქ. ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი მიიღო. მისი ბოლო ნამუშევარია 2003 წელს გადაღებული ფილმი „სიყვარულის ცეცხლი”.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top