ბიძინა ივანიშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა

ეს პერსონა

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას "ქართული ოცნება" "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. ამით პარტიის თავმჯდომარის შეხვედრები დასავლეთ საქართველოს რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დასრულდა. მომდევნო კვირიდან კი, შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონულ ორგანიზაციებთან გაგრძელდება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top