სააკაშვილი: ჩემი წყაროს ინფორმაციით, შოთა ჭიჭიაშვილი ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე

ეს პერსონა

კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით, სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის ინფორმაციით, ჭიჭიაშვილი ბოლო პერიოდში ოდესაში იმყოფებოდა და მისი გარემოცვის წევრებზე აგროვებდა ინფორმაციას. 

"კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში.
ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ მოკლა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მერე.
ჩემი წყაროს ინფორმაციით ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა", - წერს "ფეისბუქის" გვერდზე სააკაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top