"პარლამენტს უფრო დიდი როლის შესრულება შეუძლია ბიუჯეტის ხარჯვის გასაკონტროლებლად" - თამარ ჩუგოშვილი

ეს პერსონა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ჩუგოშვილი ეხმაურება პარლამენტში  გენერალური აუდიტორის წლიური ანგარიშის განხილვის  პროცესს და აღნიშნავს, რომ  მსგავსი ფორმატების ფარგლებში პარლამენტს უფრო დიდი როლის შესრულება შეუძლია ბიუჯეტის ხარჯვის გასაკონტროლებლად.

"დღეს პარლამენტმა განიხილა გენერალური აუდიტორის წლიური ანგარიში.

განხილვისას არაერთხელ იქნა ნახსენები აუდიტის ჯგუფი, რომელიც პარლამენტში ახალი რეგლამენტით შეიქმნა და რომლის ამოცანაა მუდმივ რეჟიმში განიხილოს აუდიტის სამსახურის დასკვნები, აკონტროლოს ბიუჯეტის ხარჯვისას გამოვლენილი დარღვევბი და მხარი დაუჭიროს აუდიტის სამსახურს რეკომენდაციების აღსრულებას.

ეს პროცესი მნიშვნელოვანია ბიუჯეტის კონტროლის კუთხით პარლამენტის გასაძლიერებლად და მიხარია, რომ დღეს ამ ჯგუფის მუშაობის მნიშვნელობაზე ყველა თანხმდებოდა.

ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, პარლამენტს უფრო დიდი როლის შესრულება შეუძლია ბიუჯეტის ხარჯვის გასაკონტროლებლად და მიხარია რომ ახალი ფორმატები აქტიურად გამოიყენება", - წერს ჩუგოშვილი. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top