დეკანოზი გიორგი მამალაძე: დაუძლურებულიც კი ისევ ის ამაყი, უდანაშაულო ადამიანი და მღვდელი ვარ

ეს პერსონა

ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმის“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დეკანოზმა გიორგი მამალაძემ განაცხადა, რომ  პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას მომავალში არ აპირებს და არც აქამდე ჰქონია შეწყალების იმედი. 

"თქვენ გგონიათ მქონდა შეწყალების იმედი? არა, რა თქმა უნდა. ჩემი ოჯახის წევრების სურვილი იყო, რომ მიემართათ, მე არ მინდოდა. არც იმედი მაქვს და არც სურვილი ამ სიბინძურეში გახვეულ ადამიანებს წყალობა ვთხოვო. წყალობას უფალი მომანიჭებს, როცა დრო იქნება. შეწყალებულ პატიმრებს რაც შეეხება, მის სინდისზე იყოს ვინ და რატომ შეიწყალა. პატიმრის შეწყალება ზოგადად სათნო საქმეა, თუმცა ამას ანგარება არ უნდა ახლდეს თან.

კვლავაც ვიტყვი, რომ მე მისთვის არ მიმიმართავს და არ ვთვლი, რომ ვინმემ მოწყალება უნდა გამოიყენოს ჩემს მიმართ. ასეთი დაუძლურებულიც კი ისევ ის ამაყი უდანაშაულო ადამიანი და მღვდელი ვარ“, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძე სამივე ისტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით განუსაზღვრა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top