პროკურატურაში ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორის გამოკითხვა დასრულდა

ეს პერსონა

ტელეკომპანია ფორმულას გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ გუმბარიძემ პროკურატურის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მან აღნიშნა, რომ კითხვები შეეხებოდა ნიკა გვარამიასთან მუშაობის პერიოდს და მასთან თანამშრომლობას. ის არ გამორიცხავს, რომ გამოკითხულების რაოდენობა გაიზარდოს. იგი დეტალებს არ ახმოვანებს, რადგან გაუთქმელობის ხელწერილზე აქვს ხელი მოწერილი. გამოკითხვა მოწმის სტატუსით ხდებოდა.

"იმედი მაქვს, რომ პროკურატურა იქნება ობიექტური. გაუგებარია რატომაა ამდენი ადამიანი დაკითხული, რეალური ინტერესი ამ საქმის მიმართ ჩემთვის ასევე გაუგებარია. იმედი მაქვს საქმის წარმოება სხვა ეტაპებს არ გასცდება." 

შეგახსენებთ, რომ ზუკა გუმბერიძე უწყებაში "ინტერმედიას" საქმეზე იყო დაბარებული.

 

 

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top