დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტებზე 13 პირი ამხილეს

ეს პერსონა

საგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის 11 ფაქტი გამოავლინა. დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მხილებულია 13 პირი, მათგან  დაკავებულია 7. უწყების ცნობით,  სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 35 000 კოლოფზე მეტი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 136 000 ლარს აღემატება.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top