გახარია: ჩვენს საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება დაახლოებით 700 მილიონი სავალუტო რესურსი, რომელიც პირდაპირ უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას

ეს პერსონა

კოორდინირებული მუშაობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის, მათი მანდატების შესაბამისად, გაგრძელდება და ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ამ კონტექსტში პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობისა და სებ-ის  მუშაობის შედეგად, საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება 700 მილიონი სავალუტო რესურსი, რომელიც  ქვეყნის ეკონომიკას მიეწოდება. 

"კოორდინირებული მუშაობა შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან ეკონომიკაში გამოწვევები ბევრი გვაქვს, მაგალითად ლარის კურსი, რომელიც, ყველას კარგად გვესმის, რომ სოციალურ კონტექსტში პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მაგრამ აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ კოორდინირებული მუშაობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის, მათი მანდატების შესაბამისად, გაგრძელდება და ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი.

 ეს კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, ჩვენს მოსახლეობას დავანახოთ, როგორ კოორდინირებულად და ეფექტურად შეგვიძლია მუშაობა. ამ ზომების შედეგად, ჩვენს საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება დაახლოებით 700 მილიონი სავალუტო რესურსი, რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას. ამისთვის საქართველოს მთავრობა უკვე შემდგომი კვირიდან დაიწყებს პირდაპირ სექტორალურ შეხვედრებს ბიზნესთან, რადგან ყველა ის შემაფერხებელი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება, დროში გააჭიანუროს ამ რესურსების ათვისება და მეტი დინამიკის შემოტანა ჩვენს ეკონომიკაში იყოს აღმოფხვრილი. ეს არის ჩვენი საერთო დავალება უახლოეს პერიოდში, შემდგომი კვირისთვის და ყველამ ერთად, ჩვენი სამინისტროების სექტორების შესაბამისად, უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით.", - განაცხადა პრემიერმა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top