"მაია ცქიტიშვილთან სადებატო არაფერი არ მაქვს - თუ ივანიშვილი გამოვა დებატებზე, სიამოვნებით დავუჯდები" - მამუკა ხაზარაძე

ეს პერსონა

რომელ პროკურატურაზე საუბრობს მაია ცქიტიშვილი? ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაზე, რომელსაც დავალებები აქვს მიცემული, რომ სელექციურად გახსნას საქმეები და აწარმოოს სამართალი ისე როგორც მათ მოესურვებათ?! პროკურატურაზე, რომლის გენერალური პროკურორიც არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, - ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს გამოეხმაურა, რომელმაც ის დებატებში გამოიწვია და ამასთან, პროკურატურას მოუწოდა, მოითხოვოს ხაზარაძისგან განმარტებები კორუფციასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

„ მაია ცქიტიშვილთან სადებატო არაფერი არ მაქვს. თუ ბიძინა ივანიშვილი გამოვა დებატებზე, სიამოვნებით დავუჯდები და ძალიან მარტივად ავუხსნი, თუ სად მიიყვანა მისმა ხელისუფულებამ 7 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ბიუჯეტი. რაც შეეხება პროკურატურას, რომელ პროკურატურაზე საუბრობს მაია ცქიტიშვილი? ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაზე, რომელსაც დავალებები აქვს მიცემული რომ სელექციურად გახსნას საქმეები და აწარმოოს სამართალი ისე, როგორც მათ მოესურვებათ?! პროკურატურა, რომლის გენერალური პროკურორიც არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი. მე მგონი, მაია ცქიტიშვილს, როგორც სახელმწიფო მოხელეს მაშინ უნდა ამოეღო ხმა, როდესაც გახარიას მიერ გამოგზავნილ წერილზე შეწყვიტეს გამოძიება და როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ანაბეჭდები არსებობდა. აქ არის ცალსახად მიტაცებული სახელმწიფოს სურათი და ამას ხმამაღლა ვაცხადებ“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top