გიორგი მშვენიერაძე ხელისუფლებას მიმართავს

ეს პერსონა

გიორგი მშვენიერაძე ხელისუფლებას პირადი Facebook გვერდიდან მიმართავს და ამბობს, რომ ტელევიზიების წარმომადგენლების პროკურატურაში სიარულს ხანმოკლე ეფექტი აქვს.

"ძვირფასო ხელისუფლებავ, ოპოზიციური ტელევიზია რომ არ დარჩა ქვეყანაში, რომლის ან მეპატრონე არ გამოცვალეთ, ან სარედაქციო პოლიტიკა, ან რომლის დირექტორი, საინფორმაციოს უფროსი და დამფუძნებლები პროკურატურას დაკითხვაზე არ დაყავდეს, გგონიათ ეს თქვენს ყოფას წაადგება? გვესმის, რომ მათ პროკურატურაში სიარულს, შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ქონდეს, მაგრამ ეს ძალიან ხანმოკლედ მოქმედებს ხოლმე და ეგებ გაიხსენოთ.
ალბათ ახლა რომელიმე თქვენი ბოტი შემოხტება და "TV კავკასიაო", იკითხავს. ხო და არც იმდენად სულელები ვართ, მიზეზს ვერ ვხვდებოდეთ ან ჩვენ და ან თავად კავკასიის მფლობელები" - წერს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top