ქართველმა, უკრაინელმა და პოლონელმა აქტივისტებმა რუსი დელეგატის გამოსვლისას სიმბოლურად დროშები გაშალეს

ეს პერსონა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე  რუსი დელეგატის სიტყვით გამოსვლისას აქტივისტებმა საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის და ყირიმელი თათრების დროშები გაშალეს. ამით მათ რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. რუსეთის დელეგაციის წევრმა სიტყვის გაგრძელება სცადა თუმცა სხდომათა დარბაზში აქტივისტების ქმედებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. დროშების გაშლის შემდეგ, დაცვის სამსახურმა აქციის მონაწილეებს დარბაზი დაატოვებინა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top