გიგა ბოკერია: ირმა ინაშვილის ყოფნა ნატო-ს გენმდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე იყო ძალიან სასარგებლო

ეს პერსონა

ირმა ინაშვილის ყოფნა ნატო-ს გენმდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერთან შეხვედრაზე იყო ძალიან სასარგებლო, რათა „ლაივში“ ენახა, რას ნიშნავს რუსული პროპაგანდა, – ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ატლანტიკურ საბჭოსთან საქართველოს პარლამენტის წევრთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

„რაც მან ისაუბრა, ეს არის რუსული, პუტინის პროპაგანდა, რომ ჩვენ ნეიტრალიტეტი გვინდა. ნეიტრალიტეტი ხომ იგივეს ნიშნავს, რაც რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩენას. ეს ხომ ყველას გვესმის. ჩვენი გზავნილი არის ორი – მთავარი საფრთხე ჩვენი სახელმწიფოსი, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის არის რუსეთი, პუტინის რუსეთის მოქმედებები და საჭიროება, რომ თავისუფალმა სამყარომ, ჩვენმა მოკავშირეებმა, რომლებიც მხარს გვიჭერენ, უფრო კოორდინირებული და სტრატეგიული წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას საქართველოში, უკრაინაში და მსოფლიოში. მეორე არის ის საფრთხეები, რაც გველის არჩევნების წინ ივანიშვილის რეჟიმის მიერ გადადგმული ძალიან სარისკო ნაბიჯების გამო, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ჩვენმა მოკავშირეებმა ეს უნდა იცოდნენ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top