თუ ვინმე თანხის გადარიცხვას გთხოვთ, არ დათანხმდეთ - აშშ-ის საელჩო მოსახლეობას აფრთხილებს

ეს პერსონა

"თუ USAID/GEORGIA-ს ლოგოს გამოყენებით ან ამერიკის მთავრობის სახელით ვინმე თანხის გადარიცხვას გთხოვთ, არ დათანხმდეთ და გთხოვთ, შეგვატყობინოთ მსგავსი შემთხვევების შესახებ", - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

საელჩოს ინფორმაციით, ბოლო დროს USAID-ის ლოგოს გამოყენებით, თაღლითური გზით, საქართველოს მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვის შემთხვევები გავრცელდა, სწორედ ამიტომ ისინი პრობლემის გადაჭრისთვის შესაბამის ორგანოებთან ერთად მუშაობენ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top