"დადიოდა ჩემთან ერთად ქუჩებში, თეატრებში და რესტორნებში. იმიტომ, რომ ყველას მოსწონს, როცა წარმატებასთან ასოცირდება" - სააკაშვილი ტრამპზე

ეს პერსონა

"რატომ ჩამოვიდა ტრამპი საქართველოში? იმიტომ, რატომაც გვაქებდა, მასთან მიწვევდა მის სახლში, საერთოდაც ნიუ-იორკში დადიოდა ჩემთან ერთად ქუჩებში, თეატრებში და რესტორნებში. რატომ? იმიტომ, რომ ყველას მოსწონს, როცა წარმატებასთან ასოცირდება.

მაშინ ის კანდიდატი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე და სურდა, რომ წარმატებასთან ყოფილიყო ასოცირებული. ის ყველგან ამბობდა: ვოუ, მე ვიცნობ სააკაშვილს, ის ისეთი მაგარია. მე ჩამოვედი ბათუმიდან და ყველაზე მაგარი ქალაქია. მათ ყველაზე მაგარი განათლების და საგადასახადო სისტემა აქვთ"

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ სტუდენტებთან ისაუბრა. ექსპრეზიდენტი მათ უამბობდა, როგორ აქცია ქვეყანა ტურისტებისთვის საინტერესო ადგილად, რა დროსაც ისიც აღნიშნა, რომ წარმატების სიმბოლო იყო.

წყარო: on.ge
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top