თამბაქოს ნაწარმის ძებნა/აღმოჩენაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების შეჯიბრში, შემოსავლების სამსახურის გაწვრთნილმა ძაღლმა მესამე ადგილი დაიკავა 

ეს პერსონა

25-26 სექტემბერს, ქალაქ ვადულ ლუი ვოდაში, მოლდოვას რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, თამბაქოს ნაწარმის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების (რუმინეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, საქართველოს, საფრანგეთის, თურქეთის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, ბელორუსის, ლატვიის, აშშ-ს, ავსტრიის, ლიეტუვას, გერმანიის, ესტონეთის, სერბეთის და პოლონეთის) საბაჟო ადმინისტრაციების კინოლოგიურ გუნდებს შორის, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის ძებნა/აღმოჩენაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების შეჯიბრი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. ძაღლების შეჯიბრში, შემოსავლების სამსახურის გაწვრთნილმა ძაღლმა მესამე ადგილი დაიკავა.

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top