"მე შენ მიყვარხარ, როგორც ადამიანი და არ მინდა რამე ცუდი გისურვო" - მოკლულის ძმა ბრალდებულს - ვიდეო

ეს პერსონა

აშშ-ში, სასამართლომ დალასის ყოფილ პოლიციელს ამბერ გაიგერს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ადამიანის მკვლელობა ედებოდა ბრალად.

ბრალდებული ამტკიცებდა, რომ მკვლელობა შემთხვევითი იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, მოკლულის ძმამ ბრენდ ჯინმა ითხოვა სიტყვა და განაცხადა, რომ ის პატიობს მკვლელს, თუ ის ნამდვილად სწუხს ჩადენილი დანაშაულის გამო.

"მე შენ მიყვარხარ, როგორც ადამიანი და არ მინდა რამე ცუდი გისურვო", - თქვა მოკლულის ძმამ და მოსამართლეს სთხოვა, ნება დაერთო, მკვლელს ჩახუტებოდა.

მოსამართლის თანხმობის შემდეგ, მოკლულის ძმა და მკვლელობაში ბრალდებული ერთმანეთს ჩაეხუტნენ.

ემოციურმა სიტყვამ და სცენამ მოსამართლე და დარბაზში მსხდომნი აატირა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top