დავით ზალკალიანი: "ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ შეფასებებს ჩრდილოატლანტიკურ კურსთან დაკავშირებით"

ეს პერსონა

თავის პირად გვერდზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეაფასა ნატოს დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი. „ამ ორი დღის განმავლობაში ვისმენდით უაღრესად პოზიტიურ შეფასებებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით“ - წერს მინისტრი. 

დავით ზალკალიანის შეფასებით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში გახლდათ ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული დიდი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის დემონსტრირება. როგორც მინისტრმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილისა და მუდმივი წარმომადგენლების გაცილების ცერემონიისას განაცხადა, NAC-ის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს საქართველომ მიიღო უაღრესად პოზიტიური შეფასებები, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების საკითხში.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top