პრემიერ-მინისტრმა და დედქალაქის მერმა „თბილისობის“ დღესასწაული მოქალაქეებს მიულოცეს

ეს პერსონა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისობის“ ღონისძიებებს ორბელიანის მოედანზე დაესწრნენ.

„თითოეულ თბილისელს მინდა ვუსურვო, რომ ვიყოთ წარმატებულები. ჩვენი ქალაქი იყოს კომფორტული, ბედნიერი, როგორც ქალაქელებისთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის. მსურს ეს დღესასწაული თბილისის მერს მივულოცო. მე ძალიან კარგად მესმის, რამხელა ძალისხმევა და შრომაა საჭირო იმისთვის, რომ ამ ქალაქს შენი ხელი დაატყო. ეს მართლაც დასაფასებელია. თითოეულ თბილისელს მინდა ვუსურვო, რომ ჩვენ, ჩვენი ტრადიციების შენარჩუნებით იმას, რასაც თბილისელობა ერქვა, ყოველთვის სულ უფრო სწრაფად და მყარად ვიაროთ ევროპის მიმართულებით, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერმა ორბელიანის მოედანზე განთავსებული პავილიონები მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაათვალიერა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top