დღეს საქართველოს გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვევა

ეს პერსონა

დღეს საქართველოს გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად საქართველოში ჩამოვა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია  პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც შედგება შეხვედრები პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. სალომე ზურაბიშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. შტაინმაიერი  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, ასევე  კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top