ვანო ზარდიაშვილმა შესაძლოა დეპუტატის მანდატი ხვალ დატოვოს

ეს პერსონა

ვანო ზარდიაშვილმა შესაძლოა დეპუტატის მანდატი ხვალ დატოვოს. ზარდიაშვილის შესაძლო მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა ინფორმაცია ვრცელდება. თავად დეპუტატი აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

“ამ ეტაპზე არაფერი მაგვდაგვარი. ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს” - ამბობს ზარდიაშვილი.

ვანო ზარდიაშილი საქართველოს პარლამენტში პარტიული სიით საარჩევნო ბლოკს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმოადგენს და იგი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top