ზურაბ ჯაფარიძემ თბილისის ვიცე-მერს და ნანა ლეჟავას "შმAXI"-ით მომსახურება შესთავაზა

ეს პერსონა

გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტკ იმედის ეთერში, გადაცემის "კვირის თემა" წამყვანს ნანა ლეჟავასა და თბილისის ვიცე-მერს "შმAXI"-ით მომსახურება შესთავაზა. ჯაფარიძემ შეთავაზება მას შემდეგ გააკეთა, როდესაც "შმAXI"-ს კანონიერებასა და პატრულის მიერ შესაძლო საჯარიმო სანქციებს შეეხო საუბარი.

"ამ ადამიანებს ვერ გამოუწერენ ჯარიმას. როგორც ვერ მიჰყავთ ჯარში 30 000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ჩვენ დავიცავით ბიბლიური თავისუფლებით ისე ამ ადამიანებსაც ჯარიმას ვერ გამოუწერენ. როდესაც ჩვენ კანონს ვარღვევთ, როდესაც კანონი არის უსამართლო, ჩვენ ამას ხმამაღლა ვიძახით, რომ კანონი არის უსამართლო და ჩვენ მას ვარღვევთ დემონსტრაციულად. ამ შემთხვევაში ჩვენ კანონს არ ვარღვევთ. ყველა კანონი არის დაცული. სწორედ, ამიტომ პატრული ვერაფერსც ვერ შვება.

მე პირადად ახლა მოსული ვარ "შმAXI"-ს ტრაფარეტი მიდგას, მთელი დღეა ასე დავდვივარ, რამდენიმე დღეა უკვე. მანდ თქვენთან უნდა იყოს კალაძის მოადგილე, მე შემიძლია ჩავისვა ახლა აქედან მანქანაში, წავიყვანო და ვნახოთ პატრული როგორ დაგვაჯარიმებს. ერთად შეგვიძლია ვნახოთ და შევამოწმოთ და თუ გინდათ თქვენს წამობრძანდით. აქედან ვაპირებ გავიდე მინიმუმ საბურთალოზე, მაგრამ შემიძლია ვიარო მთელ თბილისში თქვენთან ერთად, ჩავუვლი არაერთ პატრულის მანქანას, შემიძლია ხელი დავუქნიო. აქეთ შევტავაზო გაჩერება. არაერთხელ შეგვამოწმა უკვე პატრულმა. 60 შმქსიდან თითქმის ყველა გააჩერეს, აქედან 2 დააჯარიმებს ვისი შეშინებაც შეძლეს, დანარჩენები ვერ დააჯარიმეს. ვერაფერს ვერ გვიზამენ" - განაცხადა ჯაფარიძემ პირდაპირ ეთერში.

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top