"პარტიული აქტივი დადის, ამ სისტემამ არ იმუშავა" - თბილისის ვიცე-მერი "შმAXI"-ზე 

ეს პერსონა

ირაკლი ხმალაძემ ტკ იმედის პირდპირ ეთერში "შმAXI"-ზე ისაუბრა. მისი თქმით სისტემამ არ იმუშავა და რომ აღნიშნულით პარტიული აქტივი დადის.

"ტყუილზე აგებული სისტემაა. პარტიული აქტივი დადის, ამ სისტემამ არ იმუშავა, ტყუილია. ერთი-ორი მანქანა თუ შეიძლება დაინახოთ და ისიც დაჯარიმდა.ზურა ჯაფარიძე თუ წავა ახლა საბურთალოზე შეიძლება არც დააჯარიმონ, მეც ახლა ჩემი მანქანას რაღაცა რომ დავადგა შეიძლება მეც არ დამაჯარიმონ, მაგრამ მგზავრს თუ გადავიყვან, კანონის მიხედვით ეს ექვემდებარება ნებართვას და ნებართვა თუ არ მაქვს, დამაჯარიმებენ. 

როდესაც თვითონ აჩერებენ პატრულს, აი "შმAXI" ვარ და მოდი დამაჯარიმეო, როგორ უნდა დააჯარიმოს. მაგალითად, რომ მივიდე პატრულთან და ვუთხრა ქურდი ვარ და ქურდობას ვაპირებ და მოდი დამიჭირე, რანარად დამიჭრენ, ფაქტზე თუ ვერ დამიჭირეს. რანაირად მოახდენ სამართალდარღვევის დადგენას და მერე ამაზე რეაგირებას. მარტო ადამიანი ზის მანქანაში და რაღაცა უდგას თავზე და იძახის აბა დამაჯარიმე, პატრული  ეუბნება არ გაჯარიმებ და "გავიმარჯვეთ" გახარებულები წავიდნენ. რეალურად როდესაც ადამიანები ჩაისვეს და მგზავრობა განახორციელეს იქ ჯარიმა გამოიწერა.

გარდა იმისა, რომ მძღოლს ეუბნებიან პატრული მოატყუეო და კიდევ ეუბნებიან მგზავრი დაიყოლიე, რომ მანამც მოატყუოს პატრულიო რა განათლებაზეა საუბარი" -- განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტკ "იმედის" პირდაპირ ეთერში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top