სახალხო დამცველმა საკრებულოს დეპუტატის მერ შესაძლო ძალადბრივ ქმედებაზე სამართალდამცავ უწყებებს ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა

ეს პერსონა

თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ მისივე თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობის ფაქტს ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველი.
განცხადება ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა, სადაც ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა სამართალდამცავ უწყებას და მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში გამოძიების მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევს.

"საზოგადოებას მნიშვნელოვანია ახსოვდეს, რომ საქართველოში არაერთი ქალი განიცდის ძალადობას, შევიწროებას და ჩაგვრას. მსხვერპლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საზოგადოების მხარდაჭერა, რათა შეძლონ ძალადობრივ გამოცდილებაზე ხმამაღლა საუბარი და საკუთარი უფლებების დაცვა. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული შემთხვევის განხილვისას საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნაკლებად იყო სოლიდარული სავარაუდო მსხვერპლის მიმართ, ადანაშაულებდა მას და ავრცელებდა მისი პატივის და ღირსების შემლახველ ინფორმაციას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მნიშვნელოვანია ყველა შესაბამისი უწყების აქტიური ჩართულობა სავარაუდო მსხვერპლის დაცვის და დახმარების მიმართულებით. თავის მხრივ, სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობის პროცესს და ამ მიზნით მჭიდრო კომუნიკაცია ექნება სავარაუდო მსხვერპლთან და მისი ინტერესების დამცველთან" - ნათქვამია განცხადებაში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top