გერმანიის პრეზიდენტი: ამჯერად ნამდვილად არ ჩამოვსულვართ რაღაც კონკრეტული ინიციატივითა, თუ წინადადებით

ეს პერსონა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ერთობლივ ბრიფინგზე, შტაინმაიერს ჟურნალისტმა შემდეგი კითხვა დაუვსა: ჩამოხვედით თუ არა კონკრეტული წინადადებებით, მათ შორის საქართველოსთვისაც, რადგან გვახსოვს, წლების წინ თქვენი ინიციატივები საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე საპასუხოდ, გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონკრეტული წინადადებით ამჯერად არ ჩამოსულა. 

„არა, მე ამჯერად სრულიად სხვა როლი მაქვს. რაც შეეხება ჩემს ვიზიტს, ეს არის ვიზიტი პოლიტიკურ წრეებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. გვაქვს შესაძლებლობა, გავეშუროთ ადმინისტრაციულ საზღვართან, ვესაუბროთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მაგრამ ამჯერად ნამდვილად არ ჩამოვსულვართ რაღაც კონკრეტული ინიციატივითა, თუ წინადადებით. საზღვრის კონტროლი, ადმინისტრაციული საზღვრის მონაკვეთი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც სჭირდება ძალიან ხანგრძლივი, გრძელვადიანი დრო, დიდ მოთმინებასთან დაკავშირებული მოქმედებები", - განაცხადა შტაინმაიერმა. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top