სოხუმის შუქურას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ეს პერსონა

 სოხუმის შუქურას, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

სოხუმის შუქურასთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭათ: ბარაკონის დარბაზული ეკლესიის ნაშთს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, წულუკიძეების კარ-მიდამოს ონის მუნიციპალიტეტში, სოსო ზვიადაურის სახლს დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის თემში,
სოფელ ანდაქში, ისიდორიანთ (წმ. ნინოს) საყდარს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, ცეცხლისჯვრის კომპლექსს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სეთურებში, საკალანდარიშვილოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას სენაკში, „ძველ სკოლას“ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საშაბუროში, წედისის ციხის კომპლექსს გორის მუნიციპალიტეტში.

ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top