გერმანიის პრეზიდენტი: ყველა გაზეთსა თუ ჟურნალში ქართულ კულტურაზე წერენ

ეს პერსონა

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი ბრიფინგზე საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებზე ისაუბრა და ქართულ-გერმანული თანამშრომლობის წელზე გაამახვილა ყურადღება: 

„ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ-გერმანული თანამშრომლობის წლებზე, გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელი, 2017-2018 წლები, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. მინდა, ამას ხაზი გავუსვა, რადგან პირველად, მთელი სიმდიდრე გამოჩნდა ქართულ-გერმანული ურთიერთობებისა. ძალიან ბევრი ავტორი წარმოჩინდა ასევე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კონტექტსში. ძალიან ბევრი ქართველი ავტორი გაიცნო, როგორც გერმანიამ, ისევე სხვა ქვეყნებმა, ვინც უცნობი იყო მანამდე.

პრაქტიკულად, ყველა გაზეთსა თუ ჟურნალში წერენ ქართულ ლიტერატურაზე, ქართულ კულტურაზე… ასევე სვანეთში მგზავრობის შემოთავაზება თუ მაგალითად, რთველზე დასწრება კახეთში. ძალიან ბევრი კონკრეტული, დეტალური ინფორმაციაა საქართველოზე. სწორედ ის შედეგი დგება, რომ საქართველო გერმანული ტურისტებისთვის არის ძალიან მიმზიდველი და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს გაიზრდება ტურისტების რაოდენობა საქართველოში“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top