ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩოგბურთელთა რეიტინგში 9 პოზიციით დაქვეითდა

ეს პერსონა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე განცდილი მარცხის გამო 455 სარეიტინგო ქულა დაკარგა და ATP-ის რეიტინგში მე-17 პოზიციიდან 26-მდე დაქვეითდა.

ქართველ სპორტსმენს ტოპ-20-ში დასაბრუნებლად შანხაის მასტერსზე კიდევ 3 თამაშის მოგება დასჭირდება, რაც შეუძლებელი არ არის.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა შანხაის პირველი წრე უკვე დაძლია და მეორე ტურში ფრანგ ბენუა პაირსა და იტალიელ მარკო ჩეკინატოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top