რა არის შტაინმაიერის გეგმა?

ეს პერსონა

რას ითვალისწინებდა „შტაინმაიერის გეგმა“, როდის მზადდებოდა ამ გეგმის განხორციელება საქართველოსთვის?

 2008 წელს, ფრანკ-ვალტერ შტაინამაიერი, რომელიც მაშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საშუამავლო ინიციატივით გამოვიდა ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით და თავის გეგმაში სამი ძირითადი მიმართულება ჩართო, საიდანაც ერთერთი და უმთავრესი ქართული და აფხაზური მხარეების მიერ ორმხრივი ვალდებულების აღება იყო ძალის არგამოყენების შესახებ.

 მაშინ გეგმა 2008 წლის ომის დაწყების გამო ჩაიშალა და აფხაზეთის მიმართულებით სიტუაციის დარეგულირებამ აქტუალობა დაკარგა. „შტაინმაიერის გეგმა“ ამ დაპირისპირებათა მთავარი საკითხს – სტატუსის განსაზღვრას, მხოლოდ ურთიერთნდობის დამყარების შემდეგ მიიჩნევს დასაშვებად.

 „შტაინმაიერის გეგმას“ 2008 წლის ივლისში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, ძირითადად, ეთანხმებოდა, მაგრამ შემოთავაზებულ ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებაში საფრთხეებს ხედავდა. 

  1. ნდობის აღდგენისკენ მიმართული ერთწლიანი ღონისძიებები, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების ჩათვლით და დევნილების დაბრუნების პროცესის დაწყება;
  2. დონორების ჩართულობით აფხაზეთის ეკონომიკურ რეაბილიტაცია;
  3. აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა მოლაპარაკებების გზით.
ასეთი იყო გერმანიის მიერ შემოთავაზებული სამეტაპიანი გეგმა. იდეის გარკვეული კომპონენტები როგორც თბილისის, ისე მოსკოვის და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკის საფუძველი გახდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობდა,  რომ გერმანული გეგმა იყო “ნაბიჯი სწორი მიმართულებით”, თუმცა პირველი ეტაპისთვის პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება და არა – იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. ოფიციალური თბილისი აცხადებდა, რომ მოსკოვის მცდელობა, ეს ორი საკითხი განაცალკევოს, დევნილების დაბრუნების პროცესის გაჭიანურებას წარმოადგენდა. თბილისი ასევე წინააღმდეგი იყო კოდორის ხეობიდან საპოლიციო ძალების გამოყვანის, რასაც აფხაზური მხარე ითხოვდა. სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ გერმანული გეგმის მიღებაზე თავიდანვე უარი განაცხადა.

„შტაინმაიერის ფორმულა“ უკრაინისთვის:

უკრაინამ, რუსეთმა და უკრაინაში პრორუსმა სეპარატისტებმა (საუბარია ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებზე) წერილობითი თანხმობით დაადასტურეს ე.წ. შტაინმაიერის ფორმულის ამოქმედებაზე. მოკლედ თუ ვიტყვით, ეს არის მოდელი, რომლის მიხედვითაც უნდა დაიწყოს უკრაინაში კონფლიქტის რეგულირება - დონბასის ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომლის დროსაც ეს ტერიტორია განსაკუთრებულ სტატუსს მიიღებს, ხოლო თუ არჩევნების შედეგებს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია აღიარებს, მაშინ განსაკუთრებული სტატუსი (რეალურად ფართო ავტონომია) მუდმივი გახდება. 

რამდენიმე დღეა უკრაინაში ვნებათაღელვა არ წყდება “შტაინმაიერის ფორმულის” ხელმოწერასთან დაკავშირებით. ზაპოროჟიეში, მარიუპოლში, ხარკოვში, ჩერნოვცებსა და ლვოვში საპროტესტო აქციები იმართება.  კიევის ცენტრში შეკრებილი აქტივისტები აცხადებენ, რომ „შტაინმაიერის ფორმულაზე“ თანხმობა „კაპიტულაციის ტოლფასია“. დემონსტრანტები მაიდანზე არიან შეკრებილები. მათ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის საწინააღმდეგო პლაკატები უჭირავთ ხელში.

უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებები აღნიშნულ ფორმულას სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას უკეთებენ. მთავარი აზრთას ხვადასხვაობა გეგმით გათვალისწინებული ნაბიჯების თანმიმდევრობაშია. კიევი ითხოვს, რომ არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის აღადგენს კონტროლს რუსეთთან საზღვრის მონაკვეთზე, ხოლო რუსი სამხედროები დატოვებენ დონბასს. ამრიგად, უკრაინას სურს, მისი კანდიდატები გაიყვანოს არჩევნებში. რუსეთს კი სურს, ჯერ არჩევნები ჩატარდეს, სხვა ყველაფერი კი როგორმე შემდეგ განვითარდება. ასევე, მოსკოვი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ “შტაინმაიერის ფორმულაში” დონბასიდან რუსეთის სამხედრო ძალის გასვლის მოთხოვნა ნახსენებიც არ არის.

“შტაინმაიერის ფორმულის” ირგვლივ უკრაინაში განვითარებული ვნებათაღელვის ფონზე, საკამათო გეგმის ავტორი საქართველოში ჩამოდის. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, თბილისს 6 ოქტომბერს ესტუმრება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პატრიარქს და ბიზნესმენებს შეხვდება.

უკრაინისგან განსხვავებით,  გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს ამჯერად კონფლიქტის დარეგულირების არანაირ ინიციატივას არ სთავაზობს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top