გერმანიის პრეზიდენტი ილია მეორეს შეხვდა

ეს პერსონა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. ილია მეორემ სტუმრები დალოცა, რის შემდეგაც გერმანიის პრეზიდენტს  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს  საკითხის გადაწყვეტაში. 

"გულითადად მოგესალმებით თქვენ, თქვენს მეუღლეს, თანმხლებ პირებს საქართველოს ეკლესიის სახელით და პირადად ჩემი სახელით. თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია და ჩვენი ხალხი დიდი იმედით უყურებს თქვენს ვიზიტს. მოგეხსენებათ პრობლემები ბევრია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ყველაზე დიდი და მტკივნეული პრობლემა არის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. 20 პროცენტი მიტაცებული არის უცხო ქვეყნის მიერ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ რუსეთსაც მძიმე ტვირთად აქვს ეს პრობლემა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს პრობლემა გადაწყდეს.  მიგვაჩნია, რომ გერმანიას აქვს იმდენი ძალა და ავტორიტეტი, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში" , -  მიმართა ილია მეორემ პრეზიდენტს. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top